ჩვენი ისტორია
ჩვენ T-SHIRT.GE ვართ, გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ მაისური უბრალოდ ტანსაცმელი არ არის. ის შენი იუმორია, შენი ქალაქი, შენი საყვარელი ფილმი, ბენდი ან პროფესია. ის, რაც სიტყვების გარეშე ამბობს, ვინ ხარ.
MyMaika-დან T-SHIRT.GE-მდე
ჩვენი გზა 2007 წელს MyMaika.Ge-თი დაიწყო. იდეა მარტივი იყო: საქართველოში ყველას უნდა შეეძლოს იპოვოს ან თავად შექმნას მაისური, რომელიც მასზე იქნება და არა ყველაზე. დრო გავიდა, დიზაინები ასობით, მერე ათასობით გახდა, ჩვენ გავიზარდეთ და სახელიც შევიცვალეთ: დღეს ჩვენ T-SHIRT.GE ვართ. ხასიათი იგივე დარჩა.
რას გთავაზობთ
- 1 500-ზე მეტი დიზაინი: იუმორი, საქართველო და ქართული კულტურა, კინო, მუსიკა, ავტო, პროფესიები და კიდევ ბევრი.
- მაისურები, ჰუდები, სვიტერები, ბავშვის ბოდეები და ჩანთები: ერთი დიზაინი სხვადასხვა პროდუქტზე და სხვადასხვა ფერში.
- „შექმენი შენი დიზაინი“: ჩვენი ონლაინ კონსტრუქტორით ტექსტს ან ფოტოს თავად განათავსებ მაისურზე, ჰუდიზე, ბოდეზე თუ ჩანთაზე და შეკვეთამდე ხედავ, როგორ გამოიყურება. საჩუქრისთვის, გუნდისთვის, ღონისძიებისთვის ან უბრალოდ იმიტომ, რომ გინდა.
- ოფიციალური მერჩი: ვთანამშრომლობთ ქართულ ბრენდებთან, გუნდებთან და ხელოვანებთან, მაგალითად ცინკვესებთან, საქართველოს ბანკთან და Setanta-სთან. მათი მერჩი T-SHIRT.GE-ზე იყიდება, ჩვენ კი ბეჭდვასა და მიწოდებაზე ვზრუნავთ.
მიწოდება მთელ საქართველოში
თბილისში მიწოდება უფასოა, ექსპრეს მიწოდებით კი შეკვეთას ერთ სამუშაო დღეში მიიღებ. რეგიონებში რამდენიმე სამუშაო დღეში ჩაგაბარებთ.
გინდა შენი მერჩი გაყიდო?
თუ ბრენდი, გუნდი, ბლოგერი ან ხელოვანი ხარ, შენ მოგვეცი დიზაინი, ჩვენ კი დავბეჭდავთ, გავყიდით და მივაწვდით. შენ ყოველი გაყიდვიდან შენს წილს მიიღებ, გაყიდვებს კი პარტნიორის კაბინეტში ნახავ. მოგვწერე: shop@tshirt.ge
დაგვიკავშირდი
შპს „თი-შერთ“
📍 თბილისი, ოთარ ჩხეიძის 14
📞 557 43 39 31
✉️ shop@tshirt.ge