ზოგადი პირობები

სტანდარტული პირობები

ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ზოგადი პირობები

(დანართი N1)

1. ტერმინთა განმარტება

თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ან მისი კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ხელშეკრულების ფარგლებში გამოყენების შემთხვევაში, ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

1.1. დეშბორდი - კომპანიის სისტემა, რომელზე წვდომასაც იგი ანიჭებს მომხმარებელს. 

1.2. დღე - კალენდარული დღე;

1.3. ინტეგრაცია - კომპანიისა ქსელების სისტემური დაკავშირება, რომლის საფუძველზეც პლატფორმაზე ავტომატურად მოხდება შეყვანილი პროდუქციის ასახვა;

1.4. კანონისმიერი გარანტია - აქვს საქართველოს კანონით „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ გათვალისწინებული მნიშვნელობა;

1.5. კანონმდებლობა - საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში მოქცეული საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები;

1.6. კომპანია/T-SHIRT - შპს „თი-შირთ“ (ს/ნ 405708060, რეგისტრაციის მისამართი: ქ. თბილისი, ალ.ყაზბეგის 34);

1.7. კონფიდენციალური ინფორმაცია - აქვს ხელშეკრულების 8.1. პუნქტით გათვალისწინებული მნიშვნელობა.

1.9. მომხმარებელი - ფიზიკური ან იურდიული პირი, რომელიც სტუმრობს ან რეგისტრირებულია პლატფორმაზე.

1.10. მხარე  - კომპანია T-SHIRT

1.12. პლატფორმა - ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმა tshirt.ge. ვებ-გვერდი www.tshirt.ge და აპლიკაცია T-SHIRT;

1.13. სამუშაო საათი - 10:00 – 19:00 საათამდე პერიოდი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, კარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დასვენების დღეებისა;

1.14. წესები და პირობები - პლატფორმის წესები და პირობები: 
https://tshirt.ge/pages/terms-and-conditions 

1.16. ხელშეკრულება - წინამდებარე ხელშეკრულება, შეთანხმება, დანართები და სამომავლოდ გაფორმებული შეთანხმებები/დანართები, რომლებიც დაკავშირებულია ხელშეკრულებასთან.

2. ძირითადი პირობები

2.1. T-SHIRT განათავსებს საკუთარ პროდუქციას პლატფორმაზე მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე პროდუქციის შეკვეთის შემთხვევაში განახორციელებს მის მიწოდებას მომხმარებლისთვის T-SHIRTი წესებისა და პირობების შესაბამისად.

3.  პროდუქცია და ინფორმაციის განთავსება პლატფორმაზე

3.1. პლატფორმის საშუალებით მომხმარებლისთვის შეთავაზებული პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

3.1.1. პროდუქცია უნდა იყოს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო. მას არ უნდა ჰქონდეს დეფექტები, დაზიანებები, ნაკლი და სხვა.

3.1.2. პროდუქცია სრულად უნდა შეესაბამებოდეს მის ოფიციალურ მახასიათებლებს (პროდუქციის ქარხნული დოკუმენტაცია, ინსტრუქცია და სხვა ოფიციალური დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სურათს.

3.1.3. პროდუქცია უნდა იყოს ვარგისი, მისი ვარგისიანობის ვადა არ უნდა იყოს ამოწურული. 

3.1.4. პროდუქცია არ უნდა იყოს ფალსიფიცირებული, პროდუქციის სერიული, მოდელის ან საიდენტიფიკაციო ნომრები, ეტიკეტები და/ან სხვა სავაჭრო მახასიათებელი სიმბოლოები ან საქონლის რაიმე თვისებები უნდა იყოს ნამდვილი და არ არღვევდეს რომელიმე პატენტს, დიზაინს, სასარგებლო მოდელს, საავტორო უფლებებს, სასაქონლო ნიშანს ან ნებისმიერი მესამე პირის უფლებას;

3.1.5. პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას, მისი რეალიზაციით არ უნდა ირღვეოდეს საკანონმდებლო ან/და მარეგულირებელი მოთხოვნები.

4. პროდუქციის ფასი

4.1. პროდუქციის ფასი ცვალებადია და მისი განახლება ხორციელდება პროდუქციის დანართის განახლებით ან იმ შემთხვევაში თუ მხარეებს აქვთ ინტეგრაცია, ინტეგრაციის საშუალებით მხარეთა შეთანხმებისა და ხელშეკრულების შესაბამისად. პროდუქციის ფასის განახლებამდე, მოქმედებს პროდუქციის ძველი ფასი.

4.3. კომპანია უფლებამოსილია შესთავაზოს მომხმარებლებს სხვადასხვა ფასდაკლებები/ აქციები (მათ შორის, კომპანიის პარტნიორის აქციები, დღის აქცია, პრომო კოდი და სხვ).

5. ანგარიშსწორების პირობა

5.1. ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ხელშეკრულებაში მითითებული საბანკო რეკვიზიტების გამოყენებით.

5.2. იმ შემთხვევაში თუ გადახდის დღე დაემთხვა არასამუშაო დღეს, ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევო სამუშაო დღეს.

6. პროდუქციის დაბრუნება

6.1. მხარეები აცნობიერებენ, რომ მომხმარებელს „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლება აქვს დააბრუნოს პროდუქცია მისი შეძენიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, გარდა კანონით დადგენილი საგამონაკლისო შემთხვევებისა. 

7.გარანტია

7.1. მხარეები აცნობიერებენ, რომ მომხმარებელს „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს კანონისმიერი გარანტიით. 

8. კონფიდენციალურობა

8.1. წინამდებარე ხელშეკრულების პირობები, ასევე მხარეთა შორის არსებული მიმოწერა, წერილობითი თუ სხვა სახის კომუნიკაციის საფუძველზე გაცვლილი ინფორმაცია, მათ შორის და არამხოლოდ ინფორმაცია მომხმარებლის თაობაზე და მის მიერ განხორციელებულ შეკვეთაზე ითვლება კონფიდენციალურ ინფორმაციად და მხარეებს უფლება არ აქვთ გაუმჟღავნონ იგი ნებისმიერ მესამე პირს.

8.3. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები არ ვრცელდება ინფორმაციაზე, რომელიც: (1) საზოგადოდ ცნობილია, (2) გახდა საჯარო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გასაჯაროება მოხდა მხარის მიერ ამ მუხლის დარღვევის გამო, (3) გამჟღავნება განპირობებულია კანონით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან სხვა აქტით.

9.მონაცემთა დამუშავება და შენახვა

9.1. წინამდებარე ხელშეკრულებისა და კანონმდებლობის საფუძველზე, T-SHIRT ვალდებულია მისთვის გადაცემული მონაცემები დაამუშავოს მხოლოდ იმ ფარგლებში, იმ მიზნით და იმ ფორმით, რაც აუცილებელია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად და მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. კონტრაჰენტი ვალდებულია დაიცვას მონაცემთა უსაფრთხოება და მონაცემთა დამუშავების თანამდევი საფრთხეების ასაცილებლად მიიღოს შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომელიც კონტრაჰენტს საშუალებას მისცემს (ა) დაიცვას და უზრუნველყოს, პერსონალურ მონაცემთა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კონფიდენციალურობა, მთლიანობა და ხელმისაწვდომობა; და (ბ) აღკვეთოს, მონაცემთა დამუშავების არაავტორიზებული გამოყენება, არაავტორიზებული წვდომა ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის უსაფრთხოების სხვაგვარი დარღვევა.

10. მხარეთა განცხადებები და გარანტიები

10.1. თითოეული მხარე აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:

10.1.1. ხელშეკრულების დადების/ხელმოწერის მომენტისთვის არის და ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში იქნება - ქმედუნარიანი (მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით არის შექმნილი).

10.1.2. ხელშეკრულების ან/და ხელშეკრულების ნებისმიერი დანართის, დადების/ხელმოწერისა და შესრულებისათვის საჭირო უფლებამოსილების მიზნით მის მიერ მოპოვებული იქნა და ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში შენარჩუნებულ იქნება, ყველა აუცილებელი თანხმობა, ნებართვა თუ მინდობილობა;

10.1.3. ხელშეკრულება ან/და ხელშეკრულების ნებისმიერი დანართი იდება და სრულდება მის მიერ ნებაყოფლობით, მეორე მხარის ან მესამე პირის მხრიდან მის მიმართ ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომის ან/და რაიმე სხვა გარემოების გამოყენების გარეშე;

10.1.4. მის მიერ ხელშეკრულების დადება ან/და შესრულება არ მოდის წინააღმდეგობაში კანონმდებლობასთან, საერთაშორისო ნორმებთან, საკუთარ წესდებასთან, გადაწყვეტილებებთან, სადამფუძნებლო ან/და სხვა სახის დოკუმენტებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), არ იწვევს სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობებით ნაკისრი/განსაზღვრული ვალდებულებ(ებ)ის დარღვევას და არ წარმოშობს მესამე პირ(ებ)ისათვის ხელშეკრულებაზე შეცილების უფლებას;

10.1.5. ხელშეკრულების დადების/ხელმოწერის მომენტისთვის, მისთვის არ არის ცნობილი რაიმე ისეთი გარემოების არსებობის შესახებ, რომელიც შეუძლებელს გახდის მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებას, ხოლო, ხელშეკრულების დადების/ხელმოწერის შემდგომ, ასეთი გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, ის დაუყოვნებლივ შეატყობინებს აღნიშნულის თაობაზე მეორე მხარეს;

10.2. მხარე დაუყოვნებლივ შეატყობინებს მეორე მხარეს (1) ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან და გარანტიებთან ან/და გამოიწვიოს მათი დარღვევა, (2) იმ შემთხვევაში, თუ მას დაემუქრება ლიკვიდაციის ან გადახდისუუნარობის საფრთხე.

11. მხარეთა პასუხისმგებლობა

11.1. ხელშეკრულებით ნაკისრი უფლება-მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეები პასუხს აგებენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11.2. მხარე რომლის გაუფრთხილებელი ან ბრალეული ქმედების/უმოქმედობის შედეგად დადგა ზიანი პასუხისმგებელია აანაზღაუროს ასეთი ზიანი.

11.3. T-SHIRT პასუხისმგებელია პროდუქციისა და გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის შესაბამისობაზე ხელშეკრულებასთან და კანონმდებლობასთან.

12. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა

12.1. ხელშეკრულება მოქმედებს მხარეთა მიერ შესაბამისი შეთანხმების ხელმოწერიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

12.2. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მოქმედების ვადის შეწყვეტამდე 2 (ორი) კვირით ადრე არც ერთი მხარე წერილობით არ განაცხადებს ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, იგი ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო 1 (ერთი) წლის ვადით იგივე პირობებით. ასეთი პროლონგაცია შეუზღუდავია.

12.3. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს:

12.3.1. მხარეთა შეთანხმებით.

12.3.2. ნებისმიერ დროს ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე.

12.3.3. მხარის ინიციატივით დაუყონებლივ, თუ მეორე მხარე უხეშად არღვევს ხელშეკრულებას, იმ პირობით, რომ იგი აცნობებს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მეორე მხარეს არანაკლებ 3 (სამი) კალენდარული დღით ადრე.

13. მარეგულირებელი სამართალი და იურისდიქცია

13.1. წინამდებარე ხელშეკრულება და ნებისმიერი დავა ან მოთხოვნა (მათ შორის არასახელშეკრულებო დავა და მოთხოვნა), რომელიც წარმოიშვება ხელშეკრულებასთან ან მის საგანთან დაკავშირებით, რეგულირებულია და უნდა განიმარტოს  კანონმდებლობის შესაბამისად.

13.2. თითოეული მხარე თანხმდება, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა უნდა გადაეცეს და საბოლოოდ გადაწყდეს საქართველოს სასამართლოების მიერ.

14. დასკვნითი დებულებები

14.1. თუ  ხელშეკრულების რომელიმე მუხლი ან მუხლის ნაწილი ბათილი, არაკანონიერი ან აღუსრულებადია, იგი უნდა შეიცვალოს მცირედით ისე, რომ აღნიშნული მუხლი გახდეს ნამდვილი, კანონიერი და აღსრულებადი. თუ მსგავსი ცვლილება შეუძლებელია, კონკრეტული მუხლი ან მუხლის ნაწილი უნდა წაიშალოს. წინამდებარე მუხლის შესაბამისად ნებისმიერი მუხლის ან მისი ნაწილის წაშლამ არ უნდა გამოიწვიოს დარჩენილი ხელშეკრულების ბათილობა ან აღუსრულებლობა.

14.2. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით, მხარეები იხელმძღვანელებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით და/ან დამატებით შეთანხმებული პირობებით.

14.3. ხელშეკრულების დანართებზე სრულად ვრცელდება ხელშეკრულების მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის და ქვეპუნქტ(ებ)ის მოქმედება. ამასთან, ხელშეკრულების და ხელშეკრულების დანართის პირობებს შორის წინააღმდეგობის ან შეუსაბამობის არსებობისას, ამგვარი დანართის პირობებს მიენიჭება უპირატესობა იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელთა დასარეგულირებლადაც დადებულია ამგვარი დანართი.

14.4. ხელშეკრულების დანართები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დანომრილია მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს ხელშეკრულების ინტერპრეტაციისათვის ან/და ნამდვილობისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება. ამასთან, დანართის ამა თუ იმ ნუმერაციით არსებობა არ გულისხმობს, რომ აუცილებელი წესით არსებობს წინა ნუმერაციით დანომრილი დანართი. მხარეები დამატებით თანხმდებიან, რომ ხელშეკრულების დანართები ხელშეკრულების დადების მიზნებისთვის არ წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობებს.

14.5. ხელშეკრულება მისი ვალდებულებებითა და უფლებებით ვრცელდება და სავალდებულოა მხარეთა უფლებამონაცვლეების, თუ მემკვიდრეებისათვის/სამართალმემკვიდრეებისათვის, თუ ხელშეკრულება ან/და კანონმდებლობა სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

14.6. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არცერთ მხარეს უფლება არა აქვს მეორე მხარის წინასწარი თანხმობის გარეშე მესამე პირს გადასცეს ან გადააბაროს მასზე ხელშეკრულებით (მათ შორის, მათი დანართით) ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულება ან მინიჭებული უფლება. ამასთან, ეს დებულება არ გულისხმობს დათქმას, რომ მხარემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულებები და არ გამორიცხავს მხარის უფლებას მიიღოს მესამე პირისაგან შემოთავაზებული შესრულება, მიუხედავად იმისა თანახმაა თუ არა შესაბამისი მხარე.

14.7. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებაში აღწერილია ხელშეკრულებაზე ხელმომწერი უფლებამოსილი წარმომადგენლის ვინაობა და მონაცემები, თითოეული მხარე უფლებამოსილია ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი მხარის უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხელმოწერასთან ერთად, უთითებს სახელს, გვარს და საიდენტიფიკაციო/პირად ნომერს.

Sunday,Monday,Tuesday,Wednesday,Thursday,Friday,Saturday
January,February,March,April,May,June,July,August,September,October,November,December
Not enough items available. Only [max] left.
Add to WishlistBrowse WishlistRemove Wishlist
კალათა

Your cart is empty.

Return To Shop

შენიშვნაEdit Order Note
Estimate Shipping
Add A Coupon

Estimate Shipping

Add A Coupon

კუპონი გააქტიურდება შეკვეთის გვერდზე