საკონტაქტო ინფორმაცია
შპს „თი-შირთ“
ს/ნ 405708060
მისამართი: ქ. თბილისი, ალ.ყაზბეგის 34
ტელეფონის ნომერი: 557433931
ელ ფოსტა: shop@tshirt.ge
პლატფორმის გამოყენების წესები და პირობები
წინამდებარე დოკუმენტი ადგენს პლატფორმის გამოყენე
ბის წესებსა და პირობებს და პლატფორმის მომხმარებლის უფლებებს. ამასთანავე, მომხმარებლის მიერ შეკვეთის განთავსების შემთხვევაში, იგი წარმოადგენს ხელშეკრულებას მომხმარებელსა და T-SHIRT-ს შორის.
ძირითადი ტერმინების განმარტება
წინამდებარე დოკუმენტში მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
პლატფორმა - ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმა ვებ-საიტი
www.t-shirt.ge და აპლიკაცია T-SHIRT.
მოვაჭრე - საქონლის გამყიდველი პირი, "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მოვაჭრის შესახებ დეტალური ინფორმაცია (იურდიული პირის დასახელება, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელ.ფოსტის მისამართი) მოცემული საქონლის დეტალურ გვერდზე.
საქონელი - პლატფორმის საშუალებით შემოთავაზებული პროდუქცია.
მომხმარებელი - ნებისმიერი პირი, რომელიც სარგებლობს წინამდებარე პლატფორმით, მათ შორის პლატფორმის ვიზიტორები, ფიზიკური პირები რომლებიც ათავსებენ შეკვეთას და მომსახურების მიმღებნი.
T-SHIRT- პლატფორმის მესაკუთრე და კანონიერი განმკარგავი შპს „თი შირთ“ ს/ნ 405708060.
შესავალი
-
თი შირთ პლატფორმის საშუალებით მომხმარებლებს აძლევს საშუალებას შეიძინონ პლატფორმაზე განთავსებული საქონელი და მიიღონ საქართველოს მასშტაბით.
მომხმარებლის ანგარიში
-
თი შირთს მომსახურებით სრულყოფილად სარგებლობისთვის აუცილებელია ანგარიშის (პროფილი) შექმნა. ანგარიშის გასახსნელად მომხმარებელი უნდა მიჰყვეს პლატფორმაზე განთავსებულ ინსტრუქციას: მიუთითოს მოთხოვნილი ინფორმაცია და საჭიროებისამებრ, გაიაროს ვერიფიკაცია.
- ანგარიშის შექმნამდე მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნულით არ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა და მესამე პირთა უფლებები.
- ანგარიშის შექმნის დროს მითითებული მონაცემების სიზუსტეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
- პლატფორმაზე ზოგიერთი პროდუქტის შეძენა დასაშვებია მხოლოდ სრულწლოვანი პირების მიერ. შესაბამისად, ზოგიერთი შეკვეთის განსათავსებლად შესაძლოა საჭირო იყოს მშობლის ან მეურვის ჩართულობა, თუ მომხმარებელი არის არასრულწლოვანი.
-
თი შირთ უფლებას იტოვებს დამატებით მოთხოვოს მომხმარებელს პლატფორმაზე მითითებული მონაცემების სიზუსტის დადასტურება. მომხმარებლის მონაცემები დამუშავდება თი შირთს კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და კანონმდებლობის შესაბამისად.
- თი შირთზე მომხამრებლებს შესაძლებლობა აქვს გაიარონ რეგისტრაცია და შექმნან ანგარიში Google-ს ან Facebook-ის გამოყენებით. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი დამატებით უნდა დაეთანხმოს Google-სა და Facebook-ის მიერ მითითებულ წესებსა და პირობებს, რომლის დაცვაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
- ანგარიშის დეტალების უსაფრთხო შენახვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს აქვს ეჭვი, რომ მესამე პირს აქვს მისი ანგარიშის დეტალები, მომხმარებელი ვალდებულია დაუყონებლივ შეცვალეს იგი ან დაუკავშირდეს თი შირთს.
- მომხმარებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან წინამდებარე დოკუმენტის უხეშად დარღვევის შემთხვევაში თი შირთ უფლებას იტოვებს გააუქმოს მომხმარებლის ანგარიში.
შეკვეთა
- თი შირთზე შეკვეთის განთავსება მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ. შეკვეთის გასაკეთებლად მომხმარებელი უნდა მიჰყვეს პლატფორმის ინსტრუქციას.
- შეკვეთის საბოლოოდ განთავსებამდე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დააიდენტიფიციროს შეკვეთის განთავსებისას დაშვებული შეცდომა (არსებობის შემთხვევაში) და გამოასწოროს იგი.
- მომხმარებლის მიერ შეკვეთის ელექტრონული ფორმით განთავსებისას, მოვაჭრე შეკვეთის მიღებას დაუყოვნებლივ დაადასტურებს ასევე ელექტრონული საშუალებით, კერძოდ პლატფორმის საშუალებით ხორციელდება მომხმარებლის ინფორმირება, რომ შეკვეთა განთავსებულია. შეკვეთის მიღების შემდეგ, თი შირთ ახორციელებს მის დამუშავებას. იმის გათვალისწინებით, რომ პლატფორმაზე განთავსებული საქონელი იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა მოვაჭრეს არ ჰქონდეს მარაგში, მოვაჭრე უფლებას იტოვებს გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა მისი განთავსებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, რის თაობაზეც დაუყონებლივ ეცნობება მომხმარებელს.
-
თი შირთ უფლებას იტოვებს გააუქმოს შეკვეთა, როცა არსებობს შეკვეთის გაუქმების ობიექტური საფუძველი, მაგალითად თაღლითური შემთხვევა, პროგრამული, ტექნიკური ხარვეზები და სხვა.
გადახდის მეთოდები
- თი შირთზე შეკვეთის ღირებულების გადახდა შესაძლებელია რამდენიმე გზით:
- საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ბანკების ბარათით გადახდა
- ანგარიშსწორებით კურიერთან
- Plus და MR ქულებით
- ბალანსით - შეკვეთის ღირებულების დაფარვა შეგიძლიათ თი შირთას ბალანსით.
- ბალანსის შევსება ხორციელდება თი შირთას მიერ (როცა მომხმარებელს ერთგულებისთვის ან სხვა მიზეზით ერიცხება დამატებითი სარგებელი) ან თავად მომხმარებლის მიერ. ბალანსზე განთავსებული თანხის გამოყენება მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ შეკვეთის ღირებულების დასაფარად.
- ანგარიშის გაუქმების შემთხვევაში, ავტომატურად ნულდება მომხმარებლის ბალანსი. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი გადაწყვეტს ანგარიშის გაუქმებას, აღნიშნული მოთხოვნის წარმოდგენამდე რეკომენდირებულია ბალანსის სრულად განულება.
- ზოგიერთი შეკვეთის ღირებულების დაფარვა შეგიძლიათ განვადებით. ამისთვის მომხმარებელი უნდა მიჰყვეს ინსტრუქციას. მომხმარებელსა და პარტნიორ ბანკს შორის ურთიერთობა რეგულირდება ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებით.
შეკვეთის მიღება
-
თი შირთ სარგებლობს საკურიერო მომსახურებით, იმისთვის დროულად მიაწოდოს შეკვეთა მომხმარებელს.
- ტრანსპორტირების დროს ნივთის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება თი შირთს.
- შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე, მომხმარებელს არ აქვს შესაძლებლობა თავად წაიღოს შეკვეთა, გარდა იმ შემთხვევისა თუ აღნიშნული შეთანხმებულია თი შირთან.
- თბილისში შეკვეთის ჩაბარება ხორციელდება 1-დან 3 სამუშაო დღის ვადაში. რეგიონებში კი 2-დან 5 სამუშაო დღის ვადაში. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეკვეთის განთავსებდამდე თავად განსაზღვროს შეკვეთის მიღების თარიღი და დროის შუალედი, როცა ჩაიბარებს შეკვეთას.
- იშვიათ შემთხვევაში თი შირთს შეიძლება დასჭირდეს იმაზე მეტი დრო (მაგრამ არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა) შეკვეთის ჩასაბარებლად, ვიდრე ეს განსაზღვრულია წინამდებარე წესებით და პირობებით, რის შესახებაც საქონლის შეძენამდე, წინასწარ ეცნობება მომხმარებელს.
- შეკვეთის ჩაბარების დროს, მომხმარებლის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე ის მიიღებს კოდს (მოკლე ტექსტური შეტყობინებას, რომელიც ასევე შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მომხმარებელმა უნდა დაათვალიეროს მიღებული საქონლის ვიზუალური მდგომარეობა) და მომხმარებელმა აღნიშნული კოდი უნდა უკარნახოს კურიერს, რითად უნდა დაადასტუროს რომ მიღებულ საქონელს არ აქვს ვიზუალური ნაკლი.
- იმ შემთხვევაში თუ საქონელს აქვს ვიზუალური ნაკლი, მომხმარებელმა იგი არ უნდა ჩაიბაროს (არ უკარნახოს კოდი კურიერს) და დაუყონებლივ დაუკავშირდეს თი შირთს მითითებულ ნომერზე: 557433931
- შეკვეთის ჩაბარებამდე (მისამართზე მოტანამდე ან მოტანის პროცესის დაწყებამდე) მომხმარებელი უფლებამოსილია უარი თქვას შეკვეთაზე, რისთვისაც მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს თი შირთს მითითებულ ნომერზე: 557433931
კანონისმიერი გარანტია
- კანონისმიერი გარანტიის პირობები ვრცელდება მხოლოდ იმ მომხმარებლებზე, რომლებიც არიან ფიზიკური პირები.
- თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
- საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
- საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
- საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
- მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
- საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
- მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
- გამყიდველის მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
- მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
- იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული იქნება შემდეგი პირობები:
- საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;
- საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;
- საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.
- მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს ზემოხსენებული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.
- თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.
მომსახურებასთან დაკავშირებული გარანტიები
-
თი შირთ იღებს ვალდებულებას, რომ გაუწევს მომსახურებას მომხმარებელს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მომსახურებაში იგულისხმება ნებისმიერი მომსახურება, რომელსაც თი შირთ უწევს მომხმარებელს, მათ შორის საკურიერო მომსახურება.
- იმ შემთხვევაში თუ გაწეული მომსახურეობა არის ნაკლიანი ან გადაცილებულია ვადა, მომხმარებელმა უნდა განუსაზღვროს თი შირთ მომსახურების გაწევის/ნაკლის აღმოფხვრის გონივრული დამატებითი ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, მომსახურების ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონმდებლობით.
- დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს:
- მოვაჭრის ხარჯით მომსახურების გაწევა ან ნაკლის აღმოფხვრა სხვა პირს შესთავაზოს.
- მოითხოვოს მომსახურების ფასის ადეკვატური შემცირება.
- უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- დამატებითი ვადის განსაზღვრა სავალდებულო არ არის, თუ აშკარაა, რომ ამას არავითარი შედეგი არ ექნება, ან მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულება მომსახურების დროულად მიღებას დაუკავშირა.
- თუ მოვაჭრემ დროულად არ დაიწყო მომსახურების გაწევა ან მომსახურების პროცესი უსაფუძვლოდ ჭიანურდება, რაც მომსახურების დათქმულ ვადაში გაწევას შეუძლებელს ხდის, მოვაჭრეს არ აქვს უფლება, მოითხოვოს მომსახურების პროცესში გაწეული ხარჯების ანაზღაურება, აგრეთვე გაწეული მომსახურების საზღაური, თუ მომხმარებელმა ხელშეკრულების ნაწილობრივი შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა.
კომერციული გარანტია
- კონკრეტულ საქონელს კანონისმიერ გარანტიასთან ერთად შეიძლება გააჩნდეს კომერციული გარანტია, რომლის პირობები მითითებული იქნება კონკრეტული პროდუქტის აღწერილობაში.
- კომერციული გარანტია არ ზღუდავს კანონისმიერი გარანტიის პირობებს.
საქონლის დაბრუნების პოლიტიკა
- „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი ხელშეკრულებაზე და უკან დააბრუნოს საქონელი 14 კალენდარული დღის განმავლობაში, რომელიც აითვლება საქონლის მიღებიდან.
- აღნიშნული მოთხოვნის სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია შეავსოს საქონლის დაბრუნების ფორმა.
- საქონლის დაბრუნების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:
- მოვაჭრეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ნივთის დაბრუნების შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.
- გასწიოს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი.
- ნივთის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ურეკის ქუჩა #2.
- იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მახასიათებლები არ შეესაბამება პლატფორმაზე მითითებულ მონაცემებს, საქონელს გააჩნია თავდაპირველი ნაკლი ან დაზიანებულია, საქონლის უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს მოვაჭრე თავისი რესურსით.
- მომხმარებელი ვალდებულია სრულად დააბრუნოს საქონელი ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად.
- მოვაჭრე ვალდებულია საქონლის უკან დაბრუნების შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, უკან დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა. მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება.
- თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.
- მომხმარებლის მიერ საქონელზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
- მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და უპირობოდ დააბრუნოს პროდუქტი:
- მიწოდებული საქონლის ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს და რომელიც წარმოიშვა წინამდებარე დოკუმენტით დადგენილ ვადაში.
- საქონელი მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული/შესრულებული.
- მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს.
- მომხმარებელს მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო.
- მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს.
- დალუქული აუდიო ან ვიდეოჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა.
- ჟურნალ-გაზეთები ან სხვა სახის პერიოდული გამოცემა.
- მომხმარებელმა საჯარო აუქციონის შედეგად შეიძინა პროდუქტი.
- მომხმარებელს ციფრული შინაარსი მიეწოდა არამყარი მატარებლით და ხელშეკრულების შესრულება მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო.
- 30 ლარამდე ღირებულების საქონელი.
მოთხოვნის დაფიქსირებისთვის მომხმარებელმა უნდა შეავსოს ფორმა ან უნდა მიმართოს T-SHIRT-ს თქვენთვის მისაღები საკომუნიკაციო არხის გამოყენებით:
ელ.ფოსტა - shop@tshirt.ge
ტელ.: 557433931
T-SHIRT.GE-ის Facebook მესენჯერი.
აქციები/ფასდაკლებები
- დროდადრო თი შირთზე მოქმედებს აქცია/ფასდაკლება.
- აქციით/ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს.
- აქციის პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად.
- მომხმარებელი აქციაში ჩართვამდე დეტალურად უნდა გაეცნოს მის პირობას პლატფორმის საშუალებით.
- აქციაში ჩართვა ავტომატურად ნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმება მას.
ინტელექტუალური საკუთრების უფლება
- მომხმარებელმა არ უნდა განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც ხელყოფს პლატოფრმის ან ნებისმიერი მესამე მხარის მფლობელობაში არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. პლატფორმის კონტენტის ნებისმიერი რეპროდუქცია, განცხადება, გავრცელება ან ხელახლა გავრცელება, სრულად ან ნაწილობრივ, ნებისმიერი საშუალებით (მათ შორის, ქეშირება, შექმნა), გაყიდვა, გადაყიდვა, განმეორებითი გადაცემა ან მესამე მხარეებისთვის არ არის დაშვებული. იმ შემთხვევაში, თუკი შესაძლებელია მომსახურების ფარგლებში რაიმე მასალის გადმოწერა ან ბეჭდვა, მაშინ ასეთი მასალის გადმოწერა შესაძლებელია მხოლოდ ერთ აპარატზე (და შესაძლებელია წერილობით ფორმაში ბეჭდვა) და მხოლოდ თქვენი პერსონალური, არაკომერციული მიზნით გამოყენებისთვის.
პლატფორმის პასუხისმგებლობის შეზღუდვა
-
თი შირთ არ იძლევა გარანტიას, რომ პლატფორმა იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან/და ყოველთვის იმუშავებს შეფერხების გარეშე, თუმცა, პასუხს აგებს პლატფორმის გაუმართაობით გამოწვეული ზიანისათვის, რომლითაც დაირღვა „მომხმარებლის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მომხმარებლის უფლებები.
დავა/კანონმდებლობა
- მომხმარებელსა და თი შირთ შორის ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
- პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს თი შირთ წერილობით შემდეგ მისამართზე shop@tshirt.ge ან ქ. თბილისი, ალ.ყაზბეგის 34. პრეტენზიის მიღებიდან არაუმეტეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში შპს „თი-შირთ“ განიხილავს მას და დაუბრუნდება მომხმარებელს უკუკავშირით.
- ნებისმიერი დავა გადაწყდება მოლაპარაკების გზით. იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკება იქნება წარუმატებელი, მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს სსიპ - საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (დავის შინაარსის გათვალისწინებით) ან პირდაპირ სასამართლოს.
ცვლილებები/დამატებები
- წინამდებარე დოკუმენტი შესაძლოა შეიცვალოს ცალმხრივად, თი შირთის ინიციატივით ნებისმიერ დროს, რომლის შესახებაც ინფორმაცია დარეგისტრირებულ მომხმარებლებს უნდა ეცნობოთ გონივრული ვადით ადრე, პირად კაბინეტში სავალდებულოდ გასაცნობი შეტყობინების სახით, ელ ფოსტით ან სმს შეტყობინებით.